Julius Meinl-ის შესახებ

Julius Meinl 1862 წელს ვენაში დაარსდა.  ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ყავის მომხალავი კომპანია.  ვენის ყავის სახლის საკულტო ბრენდი. ხარისხისადმი ერთგულება ოჯახის სავაჭრო ნიშანია ხუთი თაობის განმავლობაში. დღეს ჩვენი ყავა და ჩაი ხელს უწყობს მნიშვნელოვანი მომენტების შექმნას მთელს მსოფლიოში.

  • 1862 წელს დაარსდა Julius Meinl 
  • 1877 – წელს „იულიუს მაინლი“ I ახდენს რევოლუციას ყავის მოხალვის პროცესში: პირველად მოხალული ყავა არ შეიცავს სხვა არომატს და ინარჩუნებს ნატურალურ არომატს.
  • 1912 წელს კომპანიის ცენტრალური ოფისი და მომხალავი საამქრო გადადის ქუჩაზე, რომლის სახელწოდებაც ამ დღიდან დღემდე “Julius
    Meinl-ია”
  • 1913 წელს იულიუს მაინლი“ ხდება ავსტრია-უნგრეთის იმპერიის უმსხვილესი მომხალავი კომპანია და ასევე ჩაის და ყავის ყველაზე გავლენიანი იმპორტიორი ევროპაში.
  • 63 ჭიქა ყავა ყოველ წამს 
  • 1000-ზე მეტი დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით
  • 70 ქვეყანა
  • სახალავები ავსტრიაში და იტალიაში 

ჩვენი ისტორია

ჩვენი ოჯახი

Julius Meinl Coffee ემსახურება 5 მილიონ ადამიანს ყოველდღე და 2 მილიარდზე მეტს ყოველწლიურად – მოაქვს პრემიუმ ყავა და ჩაი დღის ნებისმიერ მომენტის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვართ საერთაშორისოდ წარმატებული ავსტრიული საოჯახო ბიზნესი, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის ყავისა და ჩაის პროდუქტებს, ყავის მარცვლებიდან დაწყებული ცივი სასმელებით დამთავრებული, როგორიცაა “ჩაი კლდეებზე”.

საერთო ინოვაციები

Julius Meinl აერთიანებს ტრადიციას ინოვაციასთან. ჩვენმა ამბიციურმა დამფუძნებელმა მოახდინა რევოლუცია ყავის მოხალვის პროცესით, რომელიც მან თავად განავითარა.