3-დღიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც მოიცავს ბარისტას პროფესიის საფუძვლებს და გასწავლის ყავის სწორად მომზადებას, ესპრესოს ექსტრაქციას, საფქვავის კალიბრაციას, სენსორიკას, რძის ტექსტურირებას, ყავისა და წყლის ურთიერთქმედებას, დანადგარების მოვლასა და პროფესიონალური მომსახურების სტანდარტებს.
კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სწავლებას და დაგეხმარება ბარისტასთვის აუცილებელი ფუნდამენტური უნარების განვითარებაში.
ერეკლე ჯანდიერი
პროფესიონალი ბარისტა და ყავის ექსპერტი, SCA Intermediate-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი.
Julius Meinl Georgia-ს ტრენერი და ხარისხის მენეჯერი. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით.
2019-2022 საქართველოს ბარმენთა ასოციაციის (GBA) ვიცე-პრეზიდენტი, 2019 წლის საქართველოს ბარმენთა კონკურსის გამარჯვებული
I დღე
- ყავის სამყარო
- ყავის მოხალვის დონეები
- ესპრესოს მომზადება
კურსის ხანგრძლივობა 10:00–15:00
II დღე
- საფქვავის კალიბრაცია
- ბარისტას საწყისები
- სენსორიკა
- რძის ტექსტურირება/ამოყვანა
- ყავის დანადგარების წმენდა და მოვლა
კურსის ხანგრძლივობა: 10:00–15:00
III დღე
- წყალი & ყავა
- ყავის რეცეპტები
- იდეალური მომსახურება
- ყავის ისტორია
- ყავის დანადგარისა და საფქვავის მომსახურება
- შეჯამება & მიმოხილვა
კურსის ხანგრძლივობა: 10:00–15:00
კურსის ღირებულება : 700 ₾
საერთაშორისო ბარისტა ჩემპიონატის გამარჯვებულის პრიზი
გრანდ ფინალზე, ყველაზე მაღალი საერთო ქულის მქონე ბარისტა და თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო შედეგის მქონე ბარისტები მიიღებენ უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ ადგილი ექსკლუზიურ მოგზაურობაში ყავის ფერმაში უგანდაში !

Eng
ქართ