ვენა – 2025 წლის 10 მარტი – ყავის მწარმოებელი Julius Meinl-ის Barista Cup-ის გამარჯვებულები ეწვივნენ ჰონდურასს, რათა პირადად გაცნობოდნენ იმ ყავის წარმოშობას, რომელსაც ყოველდღიურად ამზადებენ.

მოგზაურობა ორგანიზებული იყო FAIRTRADE Austria-სა და ლათინო ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონების “ფეირტრეიდის” ქსელთან (CLAC) ერთად. ბარისტებს გააცნეს ჰონდურასის ის ძირითადი რეგიონები, სადაც მოყვანილი ყავა Julius Meinl-ის ორმაგი სერთიფიცირებული ხაზისთვის – The Originals Bio Fairtrade – გამოიყენება.
ჯგუფში შედიოდნენ მაინლის მეხუთე თაობის ოჯახის წევრი კრისტინა მაინლი და Barista Cup-ის გამარჯვებულები: რაფი ვაჯიო (UAE, საერთო გამარჯვებული), ვლადიმირ ჩჟოუ (მოლდოვა, ესპრესო კატეგორია), ლუკა რიკარდი (იტალია, კაპუჩინოს კატეგორია) და მარიო ბენეცედერი (ავსტრია, ავტორობითი სასმელის კატეგორია).
იანვარში, მოსავლის პიკზე ჩასულ სტუმრებს დახვდათ მწიფე, წითელი კენკრით დატვირთული ყავის ხეები. ვიზიტმა ბარისტებს მისცა შესაძლებლობა გაცნობოდნენ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, რომლებიც ყავის ინდუსტრიას აყალიბებს რეკორდულად მაღალი ფასების ფონზე. 2025 წლის მსოფლიო “ფეირტრეიდის” დღის აღსანიშნავად, Julius Meinl გიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ყავაზე:

მარიო ბენეცედერი
Barista Cup-ის ავტორობითი სასმლის გამარჯვებული, კაფე Orchidee-ს მფლობელი, ავსტრია
„ყავის, რასთანაც ყოველდღიურად ვმუშაობ, პირდაპირ ხიდან დაკრეფა, მისი ყველა გადამუშავების ეტაპის ნახვა და იმ ადამიანების გაცნობა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს — მთლიანად შემეცვალა ყავაზე წარმოდგენა.“
მიმწოდებელი ჯაჭვის დაკავშირება: “ფეირტრეიდის” გავლენა

ჰარტვიგ კირნერმა, FAIRTRADE Austria-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობა:
„ეს მოგზაურობა აკავშირებს ყავის მიწოდების ჯაჭვის ორ ბოლო რგოლს — მწარმოებლებსა და ბარისტებს. ის ხელს უწყობს ცოდნის პირდაპირ გაზიარებას, ამაღლებს ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების გააზრებას და ხაზს უსვამს “ფეირტრეიდის” არსს მდგრადი ყავის მომავლის უზრუნველსაყოფად.“
“ფეირტრეიდი” ფერმერებს აძლევს სტაბილურ მინიმალურ ფასს და დამატებით ფეირტრეიდ პრემიას, რომელსაც კოოპერატივები ხელახლა აბანდებენ თავიანთი თემების, ინფრასტრუქტურისა და მდგრადობის პროექტების გასაუმჯობესებლად.
გამოწვევებით სავსე დრო, გაბედული გადაწყვეტილებები
ბარისტებმა მოინახულეს COPRACNIL და COCAMOL – კოოპერატივები, რომლებიც მხარს უჭერენ ფერმერებს ყავის ხარისხის, მოსავლიანობისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მათი ძირითადი მიმართულებებია ჟანგგაძლებული ყავის ჯიშების განვითარება, აგროფორესტაცია და შემოსავლის დივერსიფიკაცია – რათა მეურნეობა დარჩეს სიცოცხლისუნარიანი და მომავალი თაობებისთვის სტაბილური კარიერის შესაძლებლობად.

ჯგუფმა ასევე მოინახულა Instituto Copan Galel კოპანში – სკოლა, რომელიც გთავაზობთ სამწლიან აგროფორესტაციის ბაკალავრიატის პროგრამას ტექნიკურ განვითარებასა და ინოვაციაზე ფოკუსირებით. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია COPRACNIL-ის ფეირტრეიდ პრემიით. კოოპერატივის პრეზიდენტის ქალიშვილი სწორედ ამ სკოლაში სწავლობს და სურს, გააერთიანოს უმაღლესი განათლება და ოჯახის ფერმის მართვის ამბიცია.
ყავის მომავლის ინვესტიცია
2022 წელს გაშვებული The Originals Bio Fairtrade ხაზი B2B სეგმენტისთვის ძირითადი პროდუქტი გახდა, რაც ასახავს ორმაგი სერთიფიცირებული ყავის მზარდ მოთხოვნას — და აქცია იგი Julius Meinl-ის ყველაზე წარმატებულ B2B დასაწყისად. ეს მოგზაურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მწარმოებლებს, მწველებსა და მომხმარებლებს შორის მტკიცე პარტნიორობის მნიშვნელობას
“ფეირტრეიდის” წარმატებისთვის.

“ფეირტრეიდის” გავლენაზე საუბრისას, COCAMOL-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმინ სორიანო ამბობს:
„ფეირტრეიდისა და ორგანული სერთიფიკატის გარეშე ყავას აღარ მოვიყვანდი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ უკეთეს ბაზრებსა და შესაძლებლობებს ჩვენი ოჯახებისთვის, რადგან ყავის წარმოება ძალიან რთულია. მაგრამ როდესაც ისეთ მყიდველებს ვხვდებით, როგორიც თქვენ ხართ, ეს გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ წარმოება და გაყიდვა.“
დღეს, როცა ყავის ინდუსტრიის მომავალი გაურკვეველია, მეურნეობის დონეზე განხორციელებული ინვესტიციები — როგორიც “ფეირტრეიდი” უზრუნველყოფს — კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ინიციატივები, რომლებიც აძლიერებს ბარისტებსა და ფერმერებს შორის კავშირებს, ხელს უწყობს უფრო მდგრადი, სამართლიანი და წარმატებული ყავის სექტორის ფორმირებას.