ცხოვრება სავსეა პატარა სიამოვნებებით. ყავის საერთაშორისო დღის (1 ოქტომბერი) აღსანიშნავად, თქვენს ყავის გამოცდილებას მცირე სასიხარულო ელემენტით ვამდიდრებთ

ყავის  საერთაშორისო დღეს, Vienna Corner-ში (პეკინის გამზ.34) შეკვეთილ ყავას მოყვება „გადაშალე და მოიგე“  ბარათი – თქვენ გეძლევათ შანსი, მოიგოთ სხვადასხვა საჩუქარი!

*ბარათები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ 1 ოქტომბერს.

წამი, რომლითაც უნდა დატკბე

Julius Meinl-ში მიგვაჩნია, რომ ყავა მხოლოდ სასმელი არ არის. ეს არის რიტუალი, პაუზა, რომლითაც უნდა დატკბე. იქნება ეს მარტოობის მშვიდი წამი, თბილი ურთიერთობის წუთი თუ დამსახურებული შესვენება გადატვირთულ დღეს, ყავის ფინჯანი ყოველდღიურობას სიხარულს ყოველთვის მატებს.

„გადაშალე და მოიგე“  ბარათი სავსეა სასიამოვნო ნოსტალგიითა და სიხარულით. ეს მოლოდინის მომენტი, იმედი, პატარა შფოთვა… ეს პატარა ჟესტია, რომელიც ღიმილს იწვევს და ზუსტად გადმოსცემს Julius Meinl-ის სულს.

ჩვენ მზად ვართ, გაგაბედნიეროთ თითოეული ფინჯანი ყავით. მოიყვანეთ მეგობრები, დააგემოვნეთ განსაკუთრებული ყავა და გაიგეთ, ვინ არის იღბლიანი!

გილოცავთ ყავის საერთაშორისო  დღეს,

შემოუერთდით დღესასწაულს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *