Julius Meinl მუდმივად გვახსენებს, რატომ არის ვენა მსოფლიოს ყავის დედაქალაქი
Julius Meinl Barista Cup 2026 გამარჯვებულები ცნობილია!
4 სექტემბერს, ვენის მუზეუმების კვარტალში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 15 ეროვნული ჩემპიონი ბარისტა Julius Meinl-ის 2026 წლის ბარისტას თასის დიდ ფინალზე შეიკრიბა. მონაწილეებმა პროფესიული უნარები ყავის სფეროს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე სამ კატეგორიაში – ესპრესო, კაპუჩინო და საავტორო სასმელი წარმოაჩინეს.

2026 წლის საერთო ჩემპიონის ტიტული მოლდოველმა ელიზავეტა რიმსკაიამ მოიპოვა, ხოლო სამივე კატეგორიაში საუკეთესო შედეგის მქონე გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

„ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული იყო ვენაში ჩვენი ბაზრებიდან 15 ეროვნული ჩემპიონის ერთად ხილვა. ყოველდღიურად ისინი Julius Meinl-ის ყავასთან მუშაობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კაფეში, რესტორანსა და სასტუმროში სტუმრებისთვის ყავის გამოცდილებას ქმნიან. მათი პროფესიონალიზმის, კრეატიულობისა და ინდივიდუალობის ხილვამ, რომელიც მათ დიდ ფინალზე წარმოაჩინეს, უდიდესი სიამაყის განცდა მომცა. სწორედ პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმისა და გულწრფელი ემოციის ეს ერთიანობა ხდის ბარისტას თასს ჩემთვის განსაკუთრებულს“, – ამბობს კრისტინა მაინლი, ჯგუფური სტრატეგიების, ბრენდისა და კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი და მაინლის ოჯახის მეხუთე თაობის წარმომადგენელი.
15 ქვეყანა და 350-ზე მეტი განაცხადი
ვენაში გამართული დიდი ფინალი 15 ქვეყანაში ჩატარებული ეროვნული შეჯიბრებების კულმინაცია იყო. მათ შორის იყვნენ ავსტრია, საქართველო, იტალია, გერმანია, ჩინეთი, და ხორვატია.

დიდ ფინალზე 15-ვე ბარისტა სამ კატეგორიაში: ესპრესო, კაპუჩინო და საავტორო სასმელი – შეეჯიბრა ერთმანეთს.
2026 წლის ბარისტას თასის გამარჯვებულები
ბარისტების გამოსვლებს სამივე კატეგორიაში ყავის სფეროს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური აფასებდა:
- ესპრესო: გემო, ბალანსი და კრემის ხარისხი;
- კაპუჩინო: ესპრესოსა და რძის ჰარმონია, რომელსაც ლატე არტი ავსებდა;
- საავტორო სასმელი: კრეატიულობა და გემოს დაბალანსებული საერთო გამოცდილება.
ესპრესოს კატეგორიაში გამარჯვებული პოლონელი შტეფან კოტი გახდა, კაპუჩინოს კატეგორიაში გამარჯვება ავსტრიელმა მარიო ბენეცედერმა მოიპოვა, ხოლო საავტორო სასმლის კატეგორიაში გამარჯვებული ქართველი ლუკა დარისპანაშვილი გახდა.
სამივე კატეგორიაში ჯამურად ყველაზე მაღალი ქულის მიღების შედეგად, 2026 წლის საერთო ჩემპიონად მოლდოველი ელიზავეტა რიმსკაია დასახელდა.
„უზომოდ ბედნიერი ვარ. დიდი ფინალის გამარჯვება ჩემთვის უდიდესი მიღწევაა და კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ზოგჯერ თავად წარმომიდგენია. როგორც კი სცენაზე ავედი, ყველა ნერვიულობა გაქრა, მხოლოდ მე, ჟიური და ყავა ვიყავით. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ტრენერის, Provitus Grup-ისა და Odelle Patisserie-ის, რომლებიც მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ, საკუთარ ცოდნას მიზიარებდნენ და ყოველ ნაბიჯზე ჩემი სჯეროდათ. მოლდოვის საერთაშორისო სცენაზე წარმოდგენა და საერთო ჩემპიონის ტიტულის სამშობლოში ჩამოტანა ამ მომენტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის“, – ამბობს გამარჯვების შემდეგ ელიზავეტა რიმსკაია.
მოგზაურობა ყავის წარმოშობის ქვეყანაში – ინდოეთში
ოთხივე გამარჯვებული მიიღებს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ექსკლუზიურ მოგზაურობაში ინდოეთში, ყავის წარმოშობის ადგილებში.
მოგზაურობის ფარგლებში ისინი უშუალოდ გაეცნობიან ყავის მოყვანის, მოსავლის აღებისა და გადამუშავების პროცესებს, შეხვდებიან ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს და აღმოაჩენენ ისტორიებს, რომლებიც ყავის მიღმა დგას.
მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უფრო ღრმად გაეცნონ Julius Meinl-ის თაობების პროგრამას და შეხვდნენ პროგრამაში ჩართულ ადგილობრივ თემებს. Fairtrade-თან თანამშრომლობით, პროგრამა მიზნად ისახავს შერჩეული ფერმერების მხარდაჭერას უფრო მდგრადი საარსებო პირობების შექმნასა და მომავალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაში.

მოგზაურობა გამარჯვებულებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა ყავის წარმოების მთელი ჯაჭვის შესახებ და კიდევ უფრო უკეთ გაიაზრონ ყავა და მისი წარმოშობა.
დიდ ფინალზე დასწრება საზოგადოებისთვის პირველად გახდა შესაძლებელი
2026 წელს, დიდი ფინალის ისტორიაში პირველად, ღონისძიება ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა. ვენის მუზეუმების კვარტალში ღონისძიებას ათასობით სტუმარი დაესწრო, რომლებმაც შესაძლებლობა მიიღეს, კონკურსს ცოცხლად დასწრებოდნენ და ყავის შესახებ მეტი გაეგოთ.
დღის განმავლობაში სტუმრებს ათასზე მეტი ფინჯანი ყავა მოემსახურათ.
ბარისტას თასმა ერთ სივრცეში გააერთიანა ადამიანები, რომლებიც ყავას ყოველდღიურად ამზადებენ, და ისინი, ვინც მას ყოველდღიურად მიირთმევენ.
Julius Meinl-ის შესახებ
1862 წელს დაარსებული Julius Meinl მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ყავის მწარმოებელი და ვენის ყავის სახლების კულტურის გამორჩეული ბრენდია. ხარისხისადმი ერთგულება ოჯახის ხუთი თაობის განმავლობაში ბრენდის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად რჩება.
ყავის შერჩევის, ბლენდირებისა და მოხალვის 160 წელზე მეტი გამოცდილებით, Meinl ვენის წამყვანი ყავის სახლებისთვის სასურველი ყავის მიმწოდებელია.
დღეს Julius Meinl-ის ყავა და ჩაი მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ მომენტებს ქმნის და წარმოდგენილია 70 ქვეყანაში, 50 000-ზე მეტ სასტუმროში, ყავის სახლში და რესტორანში, ასევე საცალო გაყიდვების მზარდ ქსელში.

Eng
ქართ