Julius Meinl Barista Cup 2026 ბრუნდება! Julius Meinl-ის ბარისტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი უნარები საერთაშორისო სცენაზე სამ კატეგორიაში: ესპრესო, კაპუჩინო და საავტორო სასმელი.
2026 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით, ეროვნული შეჯიბრებები გაიმართება 17 ქვეყანაში: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, საქართველო, გერმანია, უნგრეთი, იტალია, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სერბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და აშშ.
ეროვნული გამარჯვებულები გადავლენ დიდ ფინალში, რომელიც გაიმართება Julius Meinl-ის მშობლიურ ქალაქში, ვენაში, 2026 წლის 4 სექტემბერს
იულიუს მაინლის ბარისტა ჩემპიონატი 2026
მონაწილე ქვეყნები
ავსტრია
ბოსნია & ჰერცოგინია
ჩინეთი
ხორვატია
ჩეხეთი
საქართველო
გერმანია
უნგრეთი
იტალია
მოლდოვა
პოლონეთი
რუმინეთი
სერბეთი
სლოვაკეთი
სლოვენია
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ამერიკის შეერთებული შტატები
ესპრესო
ესპრესო კატეგორიაში მონაწილეები შეფასდებიან როგორც ვიზუალური შთაბეჭდილების, ისე გემოს მიხედვით, მიზანი კი არის Julius Meinl-ის Gloriete Gold-ის იდეალური ექსტრაქცია.
- მსაჯები დააკვირდებიან კრემას, ოქროსფერ ფენას, რომელიც მაღალი ხარისხის ესპრესოს ამშვენებს.
- მსაჯები შეაფასებენ ესპრესოს გემოს პროფილს, მის ბალანსს და კომპლექსურობას, სიმდიდრესა და სისუფთავეს
კაპუჩინო
კაპუჩინოს კატეგორიაში ბარისტები შეფასდებიან როგორც ლატე არტის ვიზუალური შთაბეჭდილებით, ისე გემოს გამოცდილების ხარისხით.
- მსაჯები ყურადღებით შეაფასებენ რძის მომზადების პროცესის ძირითად ეტაპებს.
- მსაჯები დაადგენენ, რამდენად ჰარმონიულად არის შერწყმული ესპრესო და რძე კაპუჩინოში.
- მსაჯები შეაფასებენ კაპუჩინოს ლატე არტის ვიზუალურ პრეზენტაციას, როგორიცაა ნიმუშის სიმეტრია და სისუფთავე.
საავტორო სასმელი
საავტორო სასმლის კატეგორიაში ბარისტებმა უნდა შექმნან ვიზუალურად მიმზიდველი და გემოვნური თვალსაზრისით გამორჩეული ყავი ბაზაზე მომზადებული სასმელი, რომელიც ასახავს მათ კრეატიულობასა და ოსტატობას.
- მსაჯები შეაფასებენ სასმლის პრეზენტაციას კრეატიულობისა და ვიზუალური ეფექტის მიხედვით.
- მსაჯები დაადგენენ, რამდენად კარგად ერწყმის და ავსებს ერთმანეთს სასმლის გემოს კომპონენტები საერთო გამოცდილების ფარგლებში.
ადგილობრივ ჩემპიონატის გამარჯვებულის პრიზი
“საქართველოს ადგილობრივ შეჯიბრზე გამარჯვებულისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გვაქვს, ვფიქრობდით, რომ ესპრესოს კულტურა და პროფესიონალური ყავის აპარატი სახლისთვის მეტი მოტივაციისთვის იდეალური იქნებოდა.”
საქართველოს ადგილობრივ შეჯიბრზე გამარჯვებულს საჩუქარად გადაეცემა RANCILIO SILVIA PRO X, საგზური მას და მისი ობიექტის მენეჯერს ვენაში, იულიუს მაინლის ბარისტა ჩემპიონატის ფინალზე სადაც ექნება შესაძლებლობა მოხვდეს საუკეთესოთა შორის და მოიგოს საგზური უგანდას ყავის მოგზაურობაზე
სპონსორების პრიზები შენი საუკეთესო ყავის გამოცდილებისთვის
საერთაშორისო ბარისტა ჩემპიონატის გამარჯვებულის პრიზი
გრანდ ფინალზე, ყველაზე მაღალი საერთო ქულის მქონე ბარისტა და თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო შედეგის მქონე ბარისტები მიიღებენ უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ ადგილი ექსკლუზიურ მოგზაურობაში ყავის ფერმაში უგანდაში !
ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები
თითქმის საუკუნოვანი გამოცდილებით შექმნილი და წარმოებული იტალიაში, Rancilio ყავის აპარატები მსოფლიოში ცნობილია თავისი განსაკუთრებული ოსტატობითა და ხარისხით. Rancilio Specialty RS1 არის პროფესიონალური ყავის აპარატი, რომელსაც გამოიყენებენ რეგიონალურ და გლობალურ შეჯიბრებებში
Fiorenzato 80 წელზე მეტია აწარმოებს მაღალეფექტურ პროფესიონალურ საფქვავს, რომელსაც შეუძლია მრავალჯერ და სრულყოფილად დაფქვას უახლესი ყავა. კონკურსის მონაწილეები გამოიყენებენ პროფესიონალურ F83 E PRO საფქვავს რეგიონალურ და გლობალურ შეჯიბრებებში
DaVinci Gourmet უერთდება როგორც ოფიციალური სიროფების პარტნიორი და გთავაზობთ მნიშვნელოვან არომატულ გამოცდილებას.
სპეციალურად სასმელების პროფესიონალებისთვის შექმნილი DaVinci Gourmet-ის სიროფები გამოირჩევა სტაბილურობით. დაბალანსებული სიტკბოთი და პრემიუმ ხარისხის არომატით როგორც ცხელ, ისე ცივ და საავტორო სასმელებში.
BWT გადამწყვეტ როლს ასრულებს სრულყოფილი ყავის შექმნაში და თქვენი ყავის აპარატის დაცვაში. BWT გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გასტრონომიულ სფეროში წყლის ხარისხის ასამაღლებლად. კონკურსი გამოიყენებს ინოვაციურ BWT bestaqua ROC სისტემებს უნიკალური ოსმოსის ტექნოლოგიით, რომელიც ადგენს წყლის ოპტიმიზაციის ახალ სტანდარტებს.
იდეალური ყავის საიდუმლო !
წყალი ბაურიანი
Latte Art-ის წარმდგენია რძე Parmalat Professional
ღონისძიების მხარდამჭერია სასტუმრო Radisson RED Tbilisi
ღონისძიების მხარდამჭერია პორციული შაქარი სტიკო

Eng
ქართ