მნიშვნელოვანია შენს ბიზნესში დასაქმებულმა თანამშრომლებმა, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ ჩაის და ყავის სერვირებასთან, იცოდნენ უმაღლეს დონეზე მისი მომზადება, ისტორია და წარმომავლება. ეს ყველაფერი კი Julius Meinl-ის კვალიფიციური ტრენინგით არის შესაძლებელი.

ყავის სერვისში სრულყოფილება მოითხოვს გამოცდილებას და ცოდნას ინდუსტრიაში.

Julius Meinl-ში გაყიდვების წარმომადგენლები, მენეჯერები, ბარისტები და ყავის ექსპერტები საფუძვლიანად არიან მომზადებული ყავის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვიცით, რომ ოპტიმალური გემოს მისაღებად საჭიროა არა მხოლოდ კარგი მოხალვა, არამედ ზუსტი დაფქვა და მომზადება. მზად ვართ გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც ეყრდნობა 160 წლიან ისტორიას.

პარტნიორ კომპანიებს ვთავაზობთ, მაღალკვალიფიციურ ტრენინგ პროგრამას, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს წარმოაჩინოს მაღალი ხარისხის მომსახურება და გემო, რომელიც ჩაფიქრებულია პლანტაციიდან შენს ჭიქამდე

საქართველოში არსებობს Julius Meinl-ის ყველაზე დიდი სერვის ჯგუფი. ჩვენი ტექნიკოსები ყოველდღიურად ზრუნავენ თქვენს ბიზნესში ყავის, ჩაის მოწყობილობების გამართულად მუშაობაზე და ყოველთვის მზად არის ინდუსტრიული პრობლემების მოგვარებისთვის.

სტაფის ტრენინგი

ყავა, ეს არის ცხოვრების წესის არჩევანი, რომელიც გამოირჩევა ხარისხზე მუდმივი მოლოდინებით. 160 წელი ეს არის გამოცდილება, რომელიც გვაძლევს საშუალებას თამად განვაცხადოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ ყავის ელჩები თქვენს ბიზნესში.

ყავის აპარატის მოვლა

ყავის ხარისხის შესანარჩუნებლად, ყავის აპარატის და საფქვავის რეგულარულად შემოწმება და წმენდა ეს ის მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც გვაძლევს გარანტიას მუდმივად გვქონდეს საუკეთესო ყავის შეთავაზება. წყლის ხარისხის შემოწმება კი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

თქვენი სრულყოფილი ფინჯანი

გახდი იდეალურად მირთმეული ყავისა და ჩაის ხელოვნების მცოდნე.

დაიწყეთ მომხიბლავი მოგზაურობა ჩვენთან ერთად, დაწყებული ფოთლიდან ან მარცვლიდან, თქვენი ფინჯამდე, გაწვდით ყველა ეტაპს, დაწყებული შერევიდან შეფუთვამდე და დამთავრებული კლასიკური გემრიელი ვენური ყავის რეცეპტებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *