29 თებერვალს, პირველად ქალაქ გორში, სასტუმრო Gori Inn-ში Julius Meinl-ის ყავის და ჩაის მასტერინგი ჩატარდება

ღონისძიების პარტნიორია სასტუმრო Gori Inn და MONIN საქართველოს წარმომადგენლობა;

მასტერინგზე მოწვეულნი არიან Julius Meinl საქართველოს პარტნიორები რეგიონში, რომლებსაც დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრეინინგი ჩაის და ყავის მიმართულებით.

განხილული იქნება 2024 წლის თანამედროვე ყავის სამყაროს გამოწვევები. ყავა როგორც ვენური, იტალიური, The Origins და Bio/Fairtrade მიმართულება.

უმაღლესი ხარისხის ჩაი, როგორც HORECA ხაზის აგრეთვე Retail მიმართულებით. განვიხილავთ ჩაის მომზადების ტექნიკას, ისტორიას და გამოწვევებს.

სტუდენტებს დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ყავა, ჩაი და MONIN საქართველოს ტრენერის კოტე მიქაძის მიერ შექმნილი როგორც საავტორო აგრეთვე Julius Meinl-ის ყავის და ჩაის კოქტეილები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *