2025 წელს ყავის სამყაროში საინტერესო ცვლილებებია. ორიენტირი კეთდება ჯანმრთელობაზე და ინოვაციურ მიდგომებზე. ყავის ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. აქ მოცემულია ძირითადი ტენდენციები, რომლებიც ქმნიან ყავის სცენას 2025 წელს
- მდგრადობა და პასუხისმგებელი წყაროები
ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა ქმნის მოთხოვნას ყველა წესის დაცვით მოხდეს ყავის მარცვლების მოპოვება და ფერმების მართვა. ყურადღება ექცევა დეტალებს, როგორიცაა ნახშირბადის შემცირების გზები, წრიული ეკონომიკის პრაქტიკა, კომპოსტირებადი შეფუთვა და გამჭვირვალე მიწოდების ჯაჭვები. სერთიფიცირებული ყავის მოცულობა და კორპორატიული მდგრადობის სქემების რაოდენობა.
მდგრადობა აღარ არის არჩევითი – ეს აუცილებლობაა.

Julius Meinl-ში, ჩვენ, გვჯერა, რომ სწორი წარმოება და მდგრადობა უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს ხარისხისხის შენარჩუნებაში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მომწოდებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფერმერთა ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ადგილობრივ მთავრობებთან და ვატარებთ პოზიტიურ ცვლილებებს ინდუსტრიაში.
2. კლიმატის ცვლილების გავლენა ყავის წარმოებაზე
გვალვა და ამინდის არასტაბილური სქემები გავლენას ახდენს მოსავლიანობასა და ხარისხზე. ეს გამოწვევები უბიძგებს ინდუსტრიას გამოიკვლიოს გამძლე მეურნეობის პრაქტიკა, კლიმატთან ადაპტირებადი ყავის ჯიშები და ლაბორატორიაში მოყვანილი ყავის ნერგებიც კი, როგორც ინოვაციური გადაწყვეტილებები.
Julius Meinl-ში ყავის მომავლის შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მემკვიდრეობის პატივისცემა. ჩვენი თაობების პროგრამის მეშვეობით, ვთანამშრომლობთ მომწოდებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს, უზრუნველყოფენ ფერმერული ცოდნის გავრცელებას, ხოლო ფერმერებს აწვდიან ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც გვაძლევენ გარანტიას კლიმატისა და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე აშენდეს გამძლე ფერმები . გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ყავის ინდუსტრიის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ყავის და კლიმატის ინიციატივით, რათა ერთობლივად დავამყაროთ ლანდშაფტების, წარმოების სისტემების და სოფლის საარსებო საშუალებების მთლიანი კლიმატის მდგრადობა ყავის მწარმოებელ რეგიონებში მთელს მსოფლიოში.
3. Specialty -ყავაზე მოთხოვნის ზრდა
ყავის მოყვარულები ეძებენ უნიკალურ არომატს და უმაღლესი ხარისხის ყავას, რაც ზრდის მოთხოვნას სპეციალიზებულ და პრემიუმ ყავაზე. ერთი წარმოშობის ჯიშები, ხელოსნური ნარევები, მწვანე ყავის დამუშავების ახალი ტექნიკა და ექსპერიმენტული გამოწვის ტექნიკა აფართოებს მაღალი დონის ყავის გამოცდილების შესაძლებლობებს.
2024 წელს იულიუს მაინლმა წარმოადგინა ორი Specialty ყავა: კოსტა რიკის ჯიში წლის დასაწყისში და ბურუნდის შეთავაზება მეორე ნახევარში. ეს ასახავს ჩვენს ერთგულებას განსაკუთრებული ოსტატობისა და მდგრადი პრაქტიკისადმი, რაც უზრუნველყოფს ყავის განვითარებას მომავალი თაობებისთვის.

4. ფოკუსი ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ჯანმრთელობაზე გათვითცნობიერებული მომხმარებლები ცვლიან ყავის კულტურას კეთილდღეობაზე ფოკუსირებით. მოთხოვნა დაბალი კოფეინის, უკოფეინო და ფუნქციური ყავის ასორტიმენტზე იზრდება.
ადაპტოგენებით, კოლაგენით და სუპერ საკვების ინფუზიები ყავას ჯანმრთელობის გამაძლიერებელ რიტუალად გარდაქმნის. გარდა ამისა, მცენარეული რძის ალტერნატივები, როგორიცაა შვრიის, ნუშის და ბარდის რძე, რჩება პოპულარული, რაც ითვალისწინებს დიეტურ პრეფერენციებს და მდგრადობის მიზნებს.

5. ყავის კოქტეილები და მიქსოლოგია
ყავისა და მიქსოლოგიის კვეთა კრეატიულობითაა სავსე. ესპრესო მარტინი, ყავაზე დაფუძნებული კოქტეილები და უალკოჰოლო მოქტეილები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ეს ტენდენცია აერთიანებს კოქტეილების დახვეწილობას და ყავის გამბედაობას, ქმნის სასიამოვნო და ხელმისაწვდომ გამოცდილებას. კაფეები და ბარები ითვისებენ სიახლეებს, რომლებიც ახალისებს ყავის მენიუს და შეთავაზების ნაირსახეობას

რას ნიშნავს ეს ყავის მოყვარულთათვის და ბიზნესისთვის?
2025 წელი ეს იქნება გამოწვევა ყავის მოყვარულთათვის და ინდუსტრიისთვის. მდგრადობა, ინოვაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეთავაზებები იწვევს ცვლილებებს, ხოლო ახალი არომატები და პროდუქტები აფართოებს ჩვენს ყავის ჰორიზონტს.
ბიზნესისთვის, ამ ტენდენციებთან ადაპტაცია ნიშნავს არა მხოლოდ მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილებას, არამედ დინამიურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკიდან დაწყებული ყავის უნიკალური გამოცდილების შექმნამდე, შესაძლებლობები უზარმაზარი და უსაზღვროა