ყავის ფერმერთა საზოგადოებების უფრო მდგრადი მომავლის ხელშეწყობა
Generations Program ყავის ფერმერებს მხარდაჭერას სთავაზობს, რათა მათ შეძლონ წარმატებული და მდგრადი ყავის ბიზნესის შექმნა მომავალი თაობებისთვის. ამ პროგრამის პროექტები ფოკუსირებულია ფერმერების შემოსავლის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე ყავის წარმოების ეფექტურობისა და მომგებიანობის გაუმჯობესების გზით. ამასთან, პროგრამა ხელს უწყობს შემოსავლის დივერსიფიკაციას და აგრარული პრაქტიკის გაუმჯობესებას.

160 წელზე მეტი ისტორია, Julius Meinl არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც თაობების გამოცდილებასა და ყავისადმი ვნებაზეა დაფუძნებული. Generations Program-ის საშუალებით, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყავის მეურნეობის ცოდნისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და გადაცემაზე, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი მომავალი იმ ოჯახებისა და საზოგადოებისთვის, რომლებიც ჩვენს ყავას განსაკუთრებულს ხდიან.

VP Group Strategies & Corporate Communication მე-5 თაობის ოჯახის წევრი
კრისტინა მაინლი
ჩვენი გავლენა კოლუმბიაში
2018 წლიდან ჩვენ ვპარტნიორობთ Louis Dreyfus Company-თან (LDC), რათა კოლუმბიაში Generations Program-ის პირველი პროექტი გაგვეშვა, რომელსაც თავდაპირველად “Colombian Heritage Project” ეწოდებოდა. პროექტის მიზანი იყო აგრონომების გადამზადება და ყავის საშრობების უზრუნველყოფა, რაც ფერმერებს მოსავლიანობისა და შემოსავლის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა, ხოლო ყავის მეურნეობას უფრო მიმზიდველს გახდიდა ახალგაზრდა თაობებისთვის.

2023 წელს, პროექტი მეორე ფაზაში გადავიდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნიადაგის ჯანმრთელობაზე. განვითარდა რეგენერაციული სოფლის მეურნეობის პრაქტიკები, როგორიცაა სარეველას მართვა და კომპოსტირება. პროგრამა ეხმარება ფერმერებს ნიადაგის ორგანული ნივთიერებების გაზრდასა და სინთეზურ სასუქებზე დამოკიდებულების შემცირებაში, რათა ყავის ფერმერებისთვის ნიადაგის ნაყოფიერება მომავალ თაობებშიც შენარჩუნდეს.
ამასთან, სასუქის შეძენის საჭიროების შემცირებით, ფერმერები ხარჯებს ზოგავენ, რაც მათ შემოსავლის ზრდისა და სხვა პროექტებში რეინვესტირების საშუალებას აძლევს რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.
ჩვენი გავლენა უგანდაში
2023 წელს დაწყებული Generations Program უგანდაში ფერმერების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირდა, ეს მათ ეხმარება მნიშვნელოვანი შემოსავლის გამომუშავების უნარების შეძენაში და სთავაზობს ბიზნეს მენეჯმენტისა და მარკეტინგის ტრენინგებს. ამ ძალისხმევით, ფერმერებს შეუძლიათ დაიწყონ საკუთარი მიკრობიზნესები, რაც დივერსიფიკაციის საშუალებით უფრო დიდ ფინანსურ სტაბილურობასა და გამძლეობას ქმნის.

სასწავლო პროგრამა მოიცავს, ორგანული პესტიციდების და ბიონახშირის წარმოებას, სანდლების დამზადებას, სითხე საპნის წარმოებას და ფრინველის მეურნეობას. გარდა დამატებითი შემოსავლის გამომუშავებისა, ორგანული პესტიციდების და ბიონახშირის წარმოება ამცირებს სინთეზურ სასუქებზე დამოკიდებულებას, აუმჯობესებს ყავის მოსავლიანობას და მარცვლის ხარისხს, და ამცირებს სოფლის მეურნეობის გარემოზე ზეგავლენას.
ეს პროექტი ხორციელდება Ugacof (Sucafina)-თან და Sawa World-თან პარტნიორობით
მოკლე ვიდეო მიმოხილვა