ყავის ცოდნა, პროფესიონალიზმი და მხატვრობა ეს არის ის, რაც წელს ერთიანდება Julius Meinl ბარისტას ჩემპიონატზე. Julius Meinl-ის ბარისტები მთელი მსოფლიოდან შეეჯიბრებიან საუკეთესო ბარისტას ტიტულისთვის, სადაც თავიანთი საქმის ენთუზიასტებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება, ცოდნა და არტისტიზმი გააერთიანონ საუკეთესო ყავის მოსამზადებლად !
Შენ შესაძლებლობა გაქვს გახდე 2024 წლის Julius Meinl ბარისტას ჩემპიონატის გამარჯვებული! გაიარე რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ლინკზე, იასპარეზე ადგილობრივ კონკურსში და მოიგე შანსი მოხვდე ვენის გრანდ ფინალზე, სადაც შესაძლებლობა გექნება გაიმარჯვო კონკურსში და მოიგო საგზური ჰონდურასში, იმოგზაურე ყავის სამყაროში!
JULIUS MEINL BARISTA CUP 2024
როგორ მუშაობს
Julius Meinl ბარისტას ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეგიძლია თუ ხარ 18 წელს ზემოთ. ამჟამად დასაქმებული ხარ ისეთ დაწესებულებაში, როგორიც არის კაფე, სასტუმრო ან რესტორანი, გემსახურება Julius Meinl და გაქვს ჩვენს ყავასთან მუშაობის გამოცდილება, ყოველდღიურად ამზადებ Julius Meinl-ის ყავის ბლენდებით სხვადასხვა სასმელებს.
აუცილებელი პირობაა იყო საქართველოს მოქალაქე.
ნაბიჯი 1 : რეგისტრაცია
Ნაბიჯი 2: Ადგილობრივი კონკურსი
ადილობრივი ჟიურის მიერ შერჩეული აპლიკანტები მოწვეულები იქნებიან კონკურსში, რომელიც ჩატარდება ივლისში საქართველოში, შემდეგ 3 კატეგორიაში:
- ესპრესო
- კაპუჩნო და ლატე არტი
- საავტორო სასმელი
თითოეული კატეგორია შეფასდება ჟიურის მაგიდასთან, საუკეთესო შეფასების მქონე ერთი მონაწილე მიიღებს საგზურს ვენაში, სადაც გაიმართება გრანდ ფინალი და გაემგზავრება მისი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად.
ნაბიჯი 3: გრანდ ფინალი 19 სექტემბერი, 2024 წელი
კონკურსში მონაწილე ქვეყნების საუკეთესო ბარისტები ერთმანეთს შეეჯიბრებიან გრანდ ფინალზე, რომელსაც მასპინძლობს Julius Meinl-ის სათაო ოფისი ვენაში სადაც გაემგზავრებიან ობიექტის მენეჯერთან ერთად.
ფინალზე 3 კატეგორიაში გაიმართება კონკურსი: ესპრესო, კაპუჩინო/ლატე არტი და საავტორო სასმელი. თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი შეფასების მქონე კანდიდატები გახდებიან გამარჯვებულები. 3 გამარჯვებული სხვა პრიზებთან ერთად ყავის სამყაროში, ჰონდურასში მოიგებს საგზურს სამოგზაუროდ!
გამარჯვებული ჰონდურასში გაემგზავრება ობიექტის მომსახურე Julius Meinl-ის გაყიდვების მენეჯერთან ერთად
ჩვენი სპონსორები
თითქმის საუკუნოვანი გამოცდილებით შექმნილი და წარმოებული იტალიაში, Rancilio ყავის აპარატები მსოფლიოში ცნობილია თავისი განსაკუთრებული ოსტატობითა და ხარისხით. Rancilio Specialty RS1 არის პროფესიონალური ყავის აპარატი, რომელსაც გამოიყენებენ რეგიონალურ და გლობალურ შეჯიბრებებში
Fiorenzato 80 წელზე მეტია აწარმოებს მაღალეფექტურ პროფესიონალურ საფქვავს, რომელსაც შეუძლია მრავალჯერ და სრულყოფილად დაფქვას უახლესი ყავა. კონკურსის მონაწილეები გამოიყენებენ პროფესიონალურ F83 E PRO საფქვავს რეგიონალურ და გლობალურ შეჯიბრებებში
Cafetto არის ესპრესოს, ყავის მომზადების, გამანაწილებელი აღჭურვილობის საწმენდი საშუალება, რომელიც ყოველ ჯერზე უზრუნველყოფს აპარატის სისუფთავეს და სრულყოფილებას.
” ჩვენ მოხარუნლი ვართ, Julius Meinl Barista Cup 2024-ის პარტნიორობით და მხარს ვუჭერთ ინდუსტრიას, ნიჭიერ ბარისტებს”
BWT გადამწყვეტ როლს ასრულებს სრულყოფილი ყავის შექმნაში და თქვენი ყავის აპარატის დაცვაში. BWT გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გასტრონომიულ სფეროში წყლის ხარისხის ასამაღლებლად. კონკურსი გამოიყენებს ინოვაციურ BWT bestaqua ROC სისტემებს უნიკალური ოსმოსის ტექნოლოგიით, რომელიც ადგენს წყლის ოპტიმიზაციის ახალ სტანდარტებს.